როგორია პედაგოგებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი - კორონავირუსი 8 მასწავლებელს დაუდასტურდა
29-01-2021

საქართველოს მასშტაბით, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, 1 თებერვლიდან სკოლები იხსნება და მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების პრევენციის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მასწავლებლებმა კოვიდ-ტესტირება ორ კვირაში ერთხელ გაიარონ.

სკოლების გახსნამდე მასწავლებლების ტესტირება უკვე დაიწყო და ამჟამად 1 285 ტესტიდან, 8 დადასტურებული შემთხვევაა, „შესაბამისად, პედაგოგებს შორის, 0,6 % გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა და ისიც დასძინა, რომ მასწავლებელთა ტესტირება გრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203