სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია უნდა მოხდეს, მინიმუმ 20%-ის ტესტირება სავალდებულოა - სად უნდა დარეგისტრირდეთ?
29-01-2021
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სკოლებში, სადაც დასწრებითი სწავლა განახლდება მასწავლებლებისა და პერსონალის მინიმუმ 20%-ის ტესტირება სავალდებულო იქნება. 

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, სკოლაში დასაქმებული პირები ტესტირებისთვის სპეციალურ საიტზე უნდა დარეგისტრირდნენ. 

„ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: abour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია“, - აღნიშნავს დგებუაძე. 

იხილეთ ასევე: როგორია პედაგოგებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი - კორონავირუსი 8 მასწავლებელს დაუდასტურდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203