შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის 3 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 კვირის განმავლობაში კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.
„სკოლაში 19 მოსწავლე სწავლობს. ისინი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას და საკლასო ოთახს ორ კვირაში დაუბრუნდებიან. სხვა მხრივ რეგიონში, სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, დღეიდან სწავლა ყველა საჯარო სკოლაში დასწრებით რეჟიმში განახლდა.
იხილეთ ასევე: განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს - უწყება დამატებით შესაძლებლობას გთავაზობთ