განათლების სამინისტროში არ გამორიცხავენ, საკლასო ოთახებს მომავალი კვირიდან 3 დიდი ქალაქის სკოლებიც დაუბრუნდნენ
01-02-2021

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ სასწავლო პროცესი ქუთაისში, რუსთავსა და დედაქალაქში მომავალ კვირას ან 15 თებერვალს განახლდეს.

გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ საკლასო ოთახებში სწავლა მომავალ კვირას ან თუნდაც 15 თებერვლიდან განახლდეს თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ქალაქებში? - აღნიშნული კითხვის საპასუხოდ განათლების მინისტრის მოადგილე დგებუაძე აღნიშნავს, სწავლის დასწრებითი ფორმატით განახლება მთლიანად ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან მოქალაქეები დაიცავენ თუ არა წესებს და შემცირდება თუ არა კოვიდზე დადებითობის მაჩვენებელი.

„რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი გვაქვს. ეს არ არის დამოკიდებული არც საკოორდინაციო საბჭოზე და არც განათლების სამინისტროზე. საბჭო უბრალოდ განიხილავს ყველა იმ გამოწვევას და რისკს, რის წინაშეც შეიძლება სასწავლო პროცესი დადგეს, ასევე ინფიცირების გავრცელების რისკს. ეს არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, როგორ მოვიქცევით, როგორ დავიცავთ წესებს. თუ დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო მზად არის იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს და რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო თავისი პროგრამებით საფუძველზე მზად არის სასწავლო პროცესი გააგრძელონ საკლასო ოთახიდან სწორედ ამ სამ ქალაქში.

ჩვენ მზად გვაქვს სკოლები, სკოლები ელოდებიან ამ პროცესის დაწყებას. პროცესი მოწესრიგებულია, საუბარია, რომ სამივე ქალაქში მოსწავლეების სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ფორმატზე როგორ დავაორგანიზოთ ეს სერვისი“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203