გახარია მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოების დალაგებაზე - „აღმაშფოთებელია და ხელისუფლებას უმკაცრესი რეაგირება ექნება“
01-02-2021
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობისა და საპირფარეშოების დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება.

„შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი - უმძიმესი აღშფოთება. მე ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში ხვალ სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე: 8 მოსწავლე სკოლიდან მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანეს - ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203