მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს
06-11-2017
მოხის საჯარო სკოლაში დებატები თემაზე ''ნაადრევი ქორწინება'' გაიმართა. 

დებატებში მე-10 კლასის მოსწავლები მონაწილეობდნენ. ისინი არგუმენტულად პასუხობდნენ ერთმანეთს და თავიანთ პოზიციებს იცავდნენ. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნაზი ჩხეიძის თქმით, მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს:

"ძალიან საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა. მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს. დებატები შედგა. მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს დასკვნებიც გამოიტანეს."

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203