სპეციალური პროგრამა შეიქმნა მასწავლებლებისთვის, რომლებიც დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ - რის მიხედვით ირიცხება ონლაინ გაკვეთილების თანხა?
01-02-2021

მასწავლებლები უკვე იღებენ გაზრდილ ხელფასს, გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ შექმნა სპეციალური პროგრამა, რომელშიც მასწავლებლის მიერ დისტანციურად ჩატარებული დამატებითი საათები დაითვლება და ანაზღაურება - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ ისაუბრა.  

„მოგეხსენებათ, მასწავლებლის ხელფასების ზრდა შესაბამისი ბრძანებით უკვე მოწესრიგებულია, იცით, რომ ყველა მასწავლებელმა დანამატის სახით მიიღეს 100 ლარი იანვრიდან. სამინისტრო მუშაობს მათ პროფესიულ განვითარებაზე. გარდა ამისა, (დასწრებითი სწავლებისას ონლაინ გაკვეთილების ჩატარება) ეს არის ნამდვილად, დამატებითი შრომა  მასწავლებლებისთვის და განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა და სპეციალური პროგრამა შექმნა იმისთვის, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც ამ სერვისის ფარგლებში დამატებით გაკვეთილებს ჩაატარებენ, რა თქმა უნდა დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ თითოეული ჩატარებული გაკვეთილის საფუძველზე“, - განაცხადა დგებუაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203