აჭარის რეგიონში ყველა მასწავლებელმა ჩააბარა ტესტი კორონავირუსზე და კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 11 მათგანი კოვიდდადებითი იყო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებში ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ისინი იზოლაციაში არიან და მათი ახლო კონტაქტები მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაიტესტება.
უკვე 9 ათასამდე პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალია გამოკვლეული, 14 დღის შემდეგ კი ისინი განმეორებით ტესტს ჩააბარებენ.