განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი რჩება, კულტურის სამინისტროს კი, სავარაუდოდ, თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
03-02-2021

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ - ამ საკითხზე  მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა.

როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა. ცვლილებების გათვალისწინებით, ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩხენკელი დარჩება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203