მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრადიციული ,,თვითმმართველობის დღე".
XI და XII კლასისმოსწავლეებმა ერთი დღით შეითავსეს მასწავლებლების მოვალეობები. მათ ჩაატარეს გაკვეთილები, გაუძღვნენ სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ მხარეს უკეთ გააცნობიერეს თუ რას ნიშნავს - იყო მასწავლებელი.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მათ გულმოდგინე მუშაობისათვის და კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს.