განათლების სამინისტრო მოსწავლეთა მშობლებს ინიციატივით მიმართავს და მათ არსებული გამოწვევების განხილვისთვის იწვევს - რეგისტრაციის ვადა შეზღუდულია
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეების მშობლებს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევევების შესწავლის და მოგვარების მიზნით სამუშაო პროცესში ჩართვას სთავაზობს. სამინისტროს ინიციატივის მშობლებამდე მიტანა მასწავლებლებს დაევალათ. დაინტერესებულ მშობლებს კი პორცესში ჩართვის ვადა
12 თებერვლის ჩათვლით აქვთ.
„სამინისტრო განათლების სისტემისთვის აქტუალური საკითხების შესწავლის მიზნით გეგმავს მშობლებთან კომუნიკაციას და მათ აქტიურ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. ამიტომ გვთხოვენ, რომ უზრუნველვყოთ მშობლებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა დაინტერესებული მშობელი დარეგისტრირდეს ქვემოთ მოცემულ ლინკზე და მონაწილეობა მიიღოს ხოლმე კვლევებში და გამოკითხვებში, რომელბსაც დაგეგმავს სამინისტრო მომავალში. კვლევა პერიოდულად ჩატარდება.რეგისტრაციის გავლა ავტომატურად ნიშნავს, რომ ის დაინტერესებულია და თანხმობას აცხადებს მიმდინარე პროცესებში ჩართულობაზე. მსურველ მშობლებს ბმულზე დარეგისტრირება შეუძლიათ არაუგვიანეს 12 თებერვლისა“,- ნათქვამია მშობლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
etaloni.ge გთავაზობთ, სარეგისტრაციო ბმულს.
სარეგისტრაციო ფორმის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე შეხვედრები გაიმართება ონლაინ რეჟიმში. ეს ინიციატივა პერმანენტული ხასიათისაა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მშობელს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების სისტემისთვის აქტუალური პრობლემების შესწავლის მიზნით, გეგმავს სამუშაო შეხვედრების, დისკუსიებისა და ფოკუს ჯგუფების ორგანიზებას. სასკოლო საზოგადოების, კერძოდ კი, მშობელთა ჩართულობა აღნიშნულ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პირველ ეტაპზე შეხვედრები გაიმართება ონლაინ რეჟიმში. ეს ინიციატივა პერმანენტული ხასიათისაა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მშობელს. მომდევნო ეტაპებზე შეხვედრების ფორმატი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე განისაზღვრება.
აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
კითხვარის ბოლოს, მას შემდეგ, რაც შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ველებს, დაადასტურეთ შევსებული ინფორმაციის გაზიარება "submit" ღილაკით.
რეგისტრაციის გავლა გულისხმობს თქვენს თანხმობასა და თანამშრომლობისთვის მზაობას“.