საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი ყოველდღიურად შემოწმდება - რა დაევალათ რესურსცენტრებს
07-02-2021
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრები სასწავლო პროცესის ყოველდღიურ მონიტორინგს განახორციელებენ.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლებში უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი წესებია გაწერილი.

„ყველა სკოლა არის აღჭურვილი საჭირო რესურსებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის რეკომენდებული.

უსაფრთხოების მიზნით არის გაწერილი შესაბამისი წესები. განათლების სამინისტრო მშობლებს არჩევანის საშუალებას აძლევს, რაც იმას გულისხმობს, თუ მშობელს აქვს სურვილი, საკუთარი შვილი დატოვოს დისტანციური სწავლების ფორმატზე, უნდა მიმართოს სკოლას განცხადებით ან დარეგისტრირდეს შესაბამის ვებგვერდზე.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს, ამ თემასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო უშუალოდ არის ჩართული, მუნიციპალურ დონზე საგანმანათლებლო რესურსცენტრები განახორციელებენ ყოველდღიურ მონიტორინგს“, –  განაცხადა დგებუაძემ „მოამბესთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს საკლასო ოთახებს თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეებიც დაუბრუნდებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203