საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა მასწავლებლებისას ​თითქმის 10-ჯერ აღემატება - როგორ იცვლება მონაცემები?
01-03-2021

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 647 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. აღსაზრდელთა რაოდენობა კი თითქმის 10-ჯერ აღემატება მასწავლებლებისას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი სააღმზრდელო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების რაოდენობამ 73-ით მოიმატა, ხოლო მასწავლებლების რაოდენობამ 2 896-ით, აღსაზრდელთა რიცხვი კი 3 786-ით ნაკლებია.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი აღსაზრდელი სწორედ დედაქალაქშია, რაც საბავშვო ბაღებში ჯგუფების გადატვირთვას და ადგილების სიმცირეს იწვევს. ეს კი თავის მხრივ მშობლების უკმაყოფილებას. ბაღში განთავისუფლებული ადგილის დაკავება თითქმის „ბრძოლაში“ ჩაბმას ნიშნავს.

საქსტატის ინფორმაცით, 2020-2021 სააღმზრდელო წლის დასაწყისისთვის 1647 საბავშვო ბაღში 158 ათასზე მეტი აღსაზრდელია გადანაწილებული. მასწავლებლებისა და აღმზრდელების რაოდენობა კი ამ დროს სულ რაღაც 16 ათას 200-ია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, etaloni.ge გთავაზობთ დეტალურ მონაცემებს სასწავლო წლების მიხედვით:

2020-2021 წლები:

  • სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რაოდენობა -1647;
  • ჩართულ ბავშვთა რაოდენობა (აღსაზრდელები) - 158 062;
  • აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი - 16 234.

დედაქალაქში - 185 საბავშვო ბაღი, 58 836 აღსაზრდელი და 5078 პედაგოგია.

2019-2020 წლები:

  • სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რაოდენობა -1621;
  • ჩართულ ბავშვთა რაოდენობა (აღსაზრდელები) – 164 605;
  • აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი - 14 309.

დედაქალაქში - 185 საბავშვო ბაღი, 60 968 აღსაზრდელი და 4 911 პედაგოგია.

2018-2019 წლები:

  • სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რაოდენობა - 1574;
  • ჩართულ ბავშვთა რაოდენობა (აღსაზრდელები) – 161 848;
  • აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი - 13 338.

მათ შორის დედაქალაქში  - 180 საბავშვო ბაღი, 60 847 აღსაზრდელი და 4 808 პედაგოგია.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღები კორონავისრუსის პანდემიის გამო თითქმის წელიწადია დახურულია. სააღმზრდელო პროცესის განახლების კონკრეტულ ვადასთან დაკავშირებით კი მთავრობა კვლავ დუმს. თუმცა რთული წარმოსადგენია, როგორ შეძლებენ ბაღები აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მაშინ როცა ერთ ჯგუფში 5 წლამდე ასაკის 30-35 ბავშვი მოიაზრება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203