„რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლი ეკო და სატყეო ტურიზმში“- სენაკის N1 სკოლის გაკვეთილის გეგმა
08-11-2017
სენაკის N1საჯარო სკოლაში გაკვეთილი თემაზე - „რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლი ეკო და სატყეო ტურიზმში“ ჩატარდა.

იხილეთ სენაკის N1 სკოლის მასწავლებლის მამუკა კუჭავას მიერ შედგენილი გაკვეთილის გეგმა. 

• პრაქტიკული სამუშაო, ორი რესურსის გამოყენებით, მცირე ჯგუფებში მიმდინარეობს. ამიტომ მოსწავლეებს ურიგდებათ კონკრეტული ტერიტორიის ტოპოგრაფულ რუკები და ამასთან სთხოვს გახსნან google erth ელექტრონული რუკა კომპიუტერში.

• მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მცირე პრეზენტაციას google erth-ის მოხმარების წესების შესახებ უშალოდ გახსნილი პროგრამის ჩვენების გზით;

• მოსწავლეებს ეძლევათ კონკრეტული დავალებები ტოპოგრაფიული რუკისა და ელექტრონული რუკის გამოყენებით; 

მოსწავლეებმა უნდა:

• განსაზღვრონ საქართველოს რომელი ორი რეგიონია მოცემული აღნიშნულ ტოპოგრაფიულ რუკაზე;

• განსაზღვრონ საქართველოს რომელი მდინარეა მოცემული ტოპოგრაფიული რუკის ჩრდილო-დასავლეთით;

•დააკავშირონ აღნიშნული ორი რეგიონი ერთმანეთთან ტურისტული მარშრუტით. მარშრუტის საწყის წერტილს უნდა წარმოადგენდეს ერთი რეგიონის რომელიმე სოფელი, ხოლო საბოლოო წერტილს მეორე რეგიონის რომელიმე სოფელი (სასურველია მარშრუტი მოიცავდეს რაიმე ღირსშესანიშნაობას და გაუყვებოდეს იმ საფეხმავლო ბილიკს, რომელიც მონიშნულია ტოპოგრაფიულ რუკაზე);

•მოსწავლეებს მარშრუტი გადააქვთ ელექტრონულ რუკაზე;

•საბოლოოდ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება (თუ გაკვეთილის დარჩენილი დრო გვაძლევს საშუალებას კლასში შესასრულებლად, თუ არადა საშინაო დავალებად) თავად შექმნან ახალი ტურისტული მარშრუტი მათ რეგიონში სურვილის მიხედვით  და დაიტანონ ელექტრონულ რუკაზე. 

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და ხაზს უსვამს თუ რა ისწავლეს მათ, რით იყო საინტერესო ეს გაკვეთილი, რა აღმოჩენები გააკეთეს, რაში გამოადგებათ ცხოვრებაში ეს ცოდნა. ასევე ხაზს უსვამს ფაქტს, რომ აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაინახონ სხვადასხვა სახის რუკის როლი და მათი მნიშვნელობა ტურისტული პროდუქტების დაგეგმვისას.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203