სენაკის N1 სკოლის მოსწავლეები სემინარში „ენერგორესურსების მდგრადი გამოყენება“ აქტიურად ჩაერთნენ
08-11-2017
სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში პროექტის „ახალგაზრდების ინიციატივა ევროპული გამოცდილების პოპულარიზაციისათვის“ ფარგლებში, მოსწავლეებისთვის მორიგი სემინარი გაიმართა. 

სემინარი თემაზე „ენერგორესურსების მდგრადი გამოყენება“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძემ ჩაატარა.

წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები ლოგიკური დავალებების შესრულებაში ჩაერთნენ. სემინარი, რომელიც ენერჯაიზერითა და პრეზენტაციებით იყო გაჯერებული, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სემინარში თავიანთი აქტიური მონაწილეობით თავი გამოიჩინეს სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

სემინარს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრ ეკოკლუბ „მწვანე ერთობის“ ხელმძღვანელი ქეთინო კოღუა, სენაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი მამუკა კუჭავა, ასოციაცია „დეას“ დამფუძნებელი დალი ქაჩიბაია და პროექტის კოორდინატორი გვანცა მალანია  ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203