ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლას, 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისში დაღუპული ეროვნული გმირის სახელი მიენიჭა
ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში დაღუპული ეროვნული გმირის ემზარ წილოსანის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ კვეზერელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის საფლავი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მიცვალებულის ხსოვნას.
ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში კი გაიმართა მონოსპექტაკლი "უკანასკნელი ფოთოლი".