ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კრეატიული ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
08-11-2017
ქაღალდისგან შექმნილი როიალი, კარეტა, ველოსიპედი... ბრჭვიალა ფურცლებით გაკეთებული ჩარჩო ფერად-ფერადი ქაღალდის ყვავილებით, ჩარჩოში კი მოსწავლეთა ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტოები... 

ამ და სხვა ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში. როგორც მათ აღნიშნეს, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ქმნიდნენ ამ ნაკეთობებს.

''ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი. დიდი ინტერესით ჩავერთეთ ყველა. „თავისუფალი გაკვეთილები“ ხალისით მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში. ამის დასტური ეს გამოფენაცაა“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტყაჩირის სკოლისთვის „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში ჩატარებული პირველი გამოფენა არ არის. მოსწავლეებმა გასულ სასწავლო წელსაც აღაფრთოვანეს დამსწრეები თავიანთი ნამუშევრებით.

„ჩვენს სკოლაში შარშანაც მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. როგორც ახლა, მაშინაც მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ნამუშევრები წარმოადგინეს. თითოეულ ნამუშევარში ჩანს ბავშების დიდი შრომა და მონდომება. საოცრად დახვეწილი და ორიგინალური ნამუშევრებია,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203