განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტებისთვის და კოლეჯებისთვის შეზღუდვების მოხსნა 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი მარტიდან მათ უფლება ექნებათ პრაქტიკული მეცადინეობები და გამოცდები ჩაატარონ არადისტანციურად, ხოლო 15 მარტიდან შეეძლებათ სტუდენტები აუდიტორიებში დააბრუნონ.
„უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებზე შეზღუდვების მოხსნა ორ ეტაპად გვაქვს გაყოფილი. მათ უფლებამოსილება ეძლევათ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე გამოცდები არადისტანციურ ფორმატში 1 მარტიდან ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია.
უმაღლესებს და კოლეჯებს უფლებამოსილება ენიჭებათ აკადემიური პროცესი სრულად აღადგინონ, ანუ ლექციები აუდიტორიებში ჩაატარონ 15 მარტიდან. ეს არის მათი უფლებამოსილება. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ჩვენთან შეთანხმებით მიიღებენ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.