სასკოლო წრეები 15 მარტიდან, ბიბლიოთეკები 1-დან იხსნება - ცნობილია თეატრების, მუზეუმების და სპორტდარბაზების გახსნის თარიღებიც
24-02-2021

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გარკვეული შეზღუდვების მოხსნის ერთგვარი გეგმა გაიწერა. 1 მარტიდან შესაძლებელი იქნება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება, - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დასძინა, რომ, სასკოლო წრეები ფუნქციონირებას სრულად აღადგენენ 15 მარტიდან; ასევე 1 მარტიდან გაიხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ხოლო რაც შეეხება თეატრებს, სპორტულ კლუბებს, პროფესიულ ანსამბლებს... სარეპეტიციო და სავარჯიშო პროცესი დაიწყება 15 მარტიდან, ხოლო სპექტაკლები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, უკვე მაყურებლის დასწრებით, გაიმართება 1 აპრილიდან. „ყველამ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის პრევენციისთვის არსებობს“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ამასთან, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203