სკოლის დირექტორებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მოსაწვევის ამობეჭდვა სკოლის დირექტორებს უკვე შეუძლიათ. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 8 მარტს იწყება ქართული ენა და ლიტერატურის ტესტირებით და 12 მარტს ფიზიკა, ფრანგული და გერმანული ენით მთავრდება.
მოსაწვევის ამოსაბეჭდად მიჰყევით ბმულს.
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.