ზედა სამების საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა და დღეიდან სრულიად დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
სკოლის დროებით დახურვის გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მას შემდეგ მიიღო, რაც გეგმური ტესტირებისას სკოლაში 6 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„გუშინ ზედა სამების საჯარო სკოლაში მასწავლებლების გეგმური ტესტირებისას სწრაფი ტესტით დადასტურდა 1 შემთხვევა, ეპიდემიოლოგების მიერ პისიარ ტესტირება ჩაუტარდა ახლო კონტაქტებს მასწავლებლებში, რის შედეგადაც დადასტურდა კიდევ 5 შემთხვევა. სკოლა გადადის ონლაინ სწავლებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევები გაგრძელდება“ - აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.