საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმ შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომელიც 25 თებერვლიდან იწყება და 1 აპრილამდე ეტაპობრივად მოიხსნება.
აღსანიშნავია, რომ 1 მარტიდან ტრენინგებისა და კონფერენციების ონლაინ-სივრცეში ჩატარება სავალდებულო აღარ იქნება და შესაბამისად, პედაგოგებს, უკვე პირადად შეეძლებათ დასწრება იმ სავალდებულო აქტივობებზე, რომელთა გავლას კანონი ავალდებულებთ.
მართალია, ვებინარებისა და ონლაინ-კოფერენციების ჩატარება არავის აუკრძალავს, თუმცა რეალურ სივრცეში მათი ჩატარება დასაშვები ხდება და ბუნებრივია, რომ მასწავლებლები ტრენინგებს 1 მარტიდან პირადად დაესწრებიან.