როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილი „კლასის მართვის პროგრამით“
09-11-2017
ვარდისუბნის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებელმა ნუნუ კაპანაძემ პირველ კლასში გაკვეთილი  „კლასის მართვის ელექტრონული პროგრამით“ ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო ასობგერა „უ“.

მასწავლებელმა ბუკებში, ეკრანის გაზიარების მეთოდით, გაუგზავნა მოსწავლეებს ასობგერა ,,უ“-ს ვიდეო რგოლი. ასევე ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით, მოსწავლეებმა ნახეს ნაწყვეტი მულტფილმიდან „წუნა და წრუწუნა“-დან (სამჭედლო და რკინის ნივთების დამზადების პროცესი, თუ რა ფუნქციას ასრულებს სამჭედლოში „ურო“).

გაკვეთილზე ტექნიკურ დახმარებას ისტ-ის პედაგოგი, „ტექნიკური მენეჯერი“, ხათუნი ასანიძე უწევდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203