მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს - იხილეთ დეტალები ფასილიტატორების შერჩევის შესახებ
„მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება საქართველოში“ ფასილიტატორობის მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.
„მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება საქართველოში
“ პროექტის ფასილიტატორებად შეირჩევიან ინგლისური ენის პედაგოგები. შერჩეულ ფასილიტატორებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომელთა შედეგადაც ისინი მომზადდებიან მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების საკუთარ ჯგუფებში ფასილიტაციისთვის.
ვიწვევთ ინგლისური ენის მასწავლებლებს ონლაინ მასწავლებელთა საზოგადოების პლატფორმის ფასილიტატორების შესარჩევ კონკურსში.
ფასილიტატორობის მსურველები
- ყურადღებით უნდა გაეცნონ ქვემოთ დართულ დოკუმენტებს:
ფასილიტატორთა სამუშაოს აღწერილობის და მოვალეობების დოკუმენტს „Role Profile for Online Teacher Community - Georgia Facilitators“ და იმ კრიტერიუმებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადის შემოტანის მსურველი.
- ამის შემდეგ, უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე არაუგვიანეს 2021 წლის 14 მარტისა.
სააპლიკაციო ფორმა მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორობის მსურველთათვის
მეტი დეტალის სანახავად გადადით
ბმულზე