გამოცდისთვის ადრე დარეგისტრირებულ პრაქტიკოსებს, ხელახალი რეგისტრაციის გავლა აღარ დასჭირდებათ - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა, ასევე გამოქვეყნდა მასწავლებელთა კრებული - საგამოცდო პროგრამა, საკითხთა ჩამონათვალი, ტესტების ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები.
„2021 წლის ტესტები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საგამოცდო დრო კი, უმეტეს საგანში 5-ის ნაცვლად, 4 საათი გახდა, რამაც გარკვეული დავალებების შემცირება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი, რომელიც დარეგისტრირებული იყო გამოცდაზე, ხელმეორე რეგისტრაციას აღარ გაივლის, თუმცა აქვთ შესაძლებლობა, მონაცემები შეცვალონ ან გააუქმონ, თუ სხვა გზებით აიმაღლეს სტატუსი“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ.
იხილეთ დამხმარე კრებულები:
გთავაზობთ ასევე სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტის აღწერას.