როგორი უნდა იყოს შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ლასურიაშის საჯარო სკოლის კრეატივი
09-11-2017

ლასურიაშის საჯარო სკოლაში პროექტი: „თავს იწონებს შემოდგომა“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ, თუ როგორი ლამაზია წელიწადის ეს დრო თავისი ხვავით, ბარაქითა და ფერთა პალიტრით.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათ საზოგადოებისთვის სოფლისა და მთლიანად კუთხის ტრადიციების ჩვენება სურდათ:

„გვსურდა გვეჩვენებინა საზოგადოებისათვის, სოფლისა და კუთხის ტრადიციები, მოჭარბებული საშემოდგომო სამუშაოების შესრულება. სკოლაში თემაზე - ,,თავს იწონებს შემოდგომა“ ნახატების გამოფენა მოეწყო. აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად ჩაერთვნენ I-II-III-IV-V-IV კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა მოაწყვეს შემოდგომის ნობათის გამოფენა, მოადუღეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები და დამსწრე საზოგადოებას დააგემოვნებინეს. მათ, ასევე წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „მე,ბებია,ილიკო და ილარიონი“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203