მოხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივით, ისტორიული ფილმის ჩვენება მოეწყო
09-11-2017
მოხის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი სურვილით, ისტორიული ფილმის ჩვენება მოაწყვეს.

ჩვენებას მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები დაესწრნენ. მოსწავლეები დიდი ინტერესით უყურებდნენ ფილმს. მათი თქმით, მსგავსი შემეცნებითი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მსგავსი აქტივობები უფრო მრავალფეროვანსა და სახალისოს ხდის სასკოლო ცხოვრებას, ჩვენი ინიციატივით დაგეგმილ ფილმის ჩვენებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მოსწავლე ჩაერთო ამ აქტივობაში. უახლოეს დღეებში ფილმის განხილვა გვაქვს დაგეგმილი,“ - აღნიშნეს მოხის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203