„მინდა, ჩემს ქართველ მეგობრებს თავისუფლად ვესაუბრო ქართულად, მჯერა, ამაში კლუბი დამეხმარება“ - კიროვაკანის სკოლაში ქართული ენის კლუბი დაარსდა
10-11-2017
კიროვაკანის არაქართულენოვან სკოლაში ახალი იდეა გაჩნდა - ქართული ენის კლუბის დაარსება. კლუბის, სადაც მოსწავლეებს ქართულ ენაზე სხვადასხვა პრაქტიკული თუ თეორიული უნარების გამოვლენა შეეძლებათ.

მოსწავლეებმა თავიანთი იდეა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და მშობლებს გააცნეს. სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი, რომელიც ყოველთვის მიესალმება ახალ პროექტებს და ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებაზე, საინიციატივო ჯგუფს ხელშეწყობას დაჰპირდა.

დეტალებზე შეთანხმების შემდეგ, ქართული ენის კლუბი სახელწოდებით „სინათლის გზა“ დაარსდა. სახელი მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს. ნახატიც შექმნეს, რომელიც კლუბის არსსა და მიზანს სრულად გამოხატავს. სირანუშ აბაჯიანმა თავისი ნამუშევრით ყველა გააოცა.

კლუბის კურატურომა მასწავლებელმა მაია ვახტანგიშვილმა მოსწავლეებს „სინათლის გზაზე“ წარმატებები უსურვა:

„მინდა, ჩემი ხალისიანი და საინტერესო მოსწავლეების მოლოდინები გავამართლო, რომ წლის  ბოლოს არ დამრჩეს პასუხგაუცემელი კითხვა. წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებს იმ გზაზე, რომელსაც „სინათლის გზა“ ჰქვია“.

კრეტიულმა მე-11კლასელმა გოგონებმა კლუბის სამოქმედო გეგმაში სასურველი პუნქტი ასახეს - „ქართული ენის კონკურსებისა და ოლიმპიადებისთვის მომზადება“.

კლუბის წევრმა დავით სტეფანიანმა სკოლის წარმომადგენლებს თავისი სურვილი გაუმხილა: „გადავწყვიტე, თბილისში მივიღო განათლება. მინდა, ჩემს მომავალ ქართველ მეგობრებს თავისუფლად ვესაუბრო ქართულად, მჯერა, ამაში კლუბი დამეხმარება.“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203