''კულტურული მემკვიდრეობის დესპანები'' - თეთრიწყლების სკოლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტში ჩაერთო
11-10-2016
2015–2016  სასწავლო წელს თელავის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებთან ერთად თეთრიწყლების საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით წამოწყებულ პროექტში ,,კულტურული მემკვიდრეობის დესპანები’’. 

პროექტის მიზანი იყო სოფელში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე მასალის მოძიება, შესწავლა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების წარმოჩენა. 

პროექტზე ისტორიის მასწავლებელთან ერთად იმუშავეს მეათე კლასის მოსწავლეებმა მარიამ არაბულმა, თამთა გოგოჭურმა და მარიამ ქეთელაურმა. 

მათ მოიძიეს სათანადო მასალები სოფლის უხუცესებისგან, გადაიღეს ისტორიული ძეგლების ფოტოები  და მოამზადეს პრეზენტაცია ,,სოფელი თეთრიწყლების ისტორიული ძეგლები და ფსიტის ციხე’’. 

პრეზენტაციისას მარიამ არაბულმა საკუთარი ლექსიც წაიკითხა, რამაც სტუმრების მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

პროექტის მეორე ეტაპს ზაფხულში იყალთოს აკადემიამ უმასპინძლა, სადაც მოსწავლეების მიერ გამოიფინა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. 

ღონისძიებას თელაველ სტუმრებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. 

პროექტის ორგანიზატორებმა მოიწონეს მოსწავლეების მიერ გაწეული მუშაობა, მადლობა გადაუხადეს მათ და ყველა მონაწილე სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. 

პროექტის ფარგლებში უკვე შემოდგომაზე გამოვა კრებულები, რომლებშიც თითოეული მოსწავლის შემოქმედებითი აქტივობა აისახება.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203