ნინი ყიფიანი - ქართველი წარმატებული მოსწავლე ჯორჯიის ქალაქ Hiram High School-ის სკოლაში სწავლობს
10-11-2017

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლე ნინი ყიფიანი, ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებული პროგრამის - Future Leaders’ Exchange Program (FLEX) ფარგლებში, ერთი წლით ამერიკაში ისწავლის. 

ნინი ამჟამად ჯორჯიის ქალაქ Hiram High School-ის მოსწავლეა. 

აღნიშნულ უმაღლეს სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის 1650 მოსწავლე სწავლობს.

“სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ნინი დასახელდა თვის საუკეთესო მოსწავლედ, ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ კვლავაც ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო და ჩვენი სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.“ - აღნიშნავენ „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203