შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს
03-03-2021

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდება. პირველადი ინფორმაციის შემდეგ,  აბიტურიენტებს გარკვეული ცვლილებების შეტანა 15 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესში უნდა მიუთითონ პირადი მონაცემები, საგამოცდო ქალაქი და  ჩასაბარებელი საგნები.

15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა. 15 აპრილის შემდგომ აბიტურიენტები აღნიშნული ცვლილებების შეტანას ვეღარ შეძლებენ. 

ასევე მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დროს მონიშნონ „სპეციალური პირობები“. ხოლო 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

აბიტურიენტებს პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203