ინფორმაცია სკოლის დირექტორებისთვის: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვებინარს ჩაატარებს
„ელ. ჟურნალში დარღვევების მოდულის განხილვა“ - ამ თემაზე 4 მარტს სკოლის დირექტორებისთვის ვებინარი ჩატარდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
„შეუერთდით ვებინარს სკოლის დირექტორებისთვის, 4 მარტს 15:00 საათზე, თემაზე: „ელ. ჟურნალში დარღვევების მოდულის განხილვა“, სადაც ვისაუბრებთ მანდატურების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე, როგორ უნდა მოახდინოს დირექტორმა რეაგირება ტრენინგს გაუძღვება ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ იმედაძე“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვებინარში მონაწილეობისთვის გადადით
ბმულზე