69 მასწავლებელმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა
05-03-2021
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 69 მასწავლებელმა მოითხოვა. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, კორონავირუსის გამო, ონლაინ სწავლებაზე 17 სკოლაა გადასული.
„გვაქვს სტატისტიკა როგორც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ისე კოვიდინფიცირებულებზე. ამ დროისთვის, 0.01 % მოსწავლეს და 0.1% მასწავლებელს აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. ბოლო მონაცემებით, 17 სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე სრულად და 147 საკლასო ოთახი. 69 მასწავლებელია, რომელმაც განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებიან რისკ-ჯგუფში და მათი საგანი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.