სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის“ მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკა საინტერესო ლიტერატურით გაამდიდრეს
13-11-2017
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ 293 კგ. მაკულატურა შეგროვდა. 

მაკულატურა თვითმმართველობისა და სკოლაში არსებულ ბიოლოგიის კლუბ ,,life-ს" ინიციატივით, პროექტის - ,,გაანახლე შენი თარო შეინარჩუნე გარემო" ფარგლებში შეგროვდა. 

მოსწავლეებმა მიღებული „ნერგებით“( ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ, სპეციალურ პლასტიკურ ბარათზე, ქაღალდის წონის შესაბამისად,  ქულები – ე.წ. ”ნერგები“( 5 კგ = 1 ნერგს) ირიცხება. ) 7 წიგნი შეიძინეს და სკოლის ბიბლიოთეკა საინტერესო ლიტერატურით გაამდიდრეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203