პირველი სპეცმასწავლებელი, რომელსაც განათლების მინისტრმა წამყვანის სტატუსი მიანიჭა - სად ასწავლის დაწინაურებული პედაგოგი?
05-03-2021

ირინა ფიროსმანაშვილი არის პირველი სპეცპედაგოგი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი ირინა ფიროსმანაშვილი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების გამო დააწინაურეს. 

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩემი მოკრძალებული შრომის მაღალი შეფასებისათვის, პირველ რიგში, ბატონ მინისტრს. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონებს - ეკატერინე დგებუაძეს და მაია კობახიძეს, აგრეთვე და ხაზგასმულად - ბატონ ბერიკა შუკაკიძეს, როგორც გამორჩეულ ადამიანებს, ყოველდღიურად რომ იღწვიან მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. არ ვფარავ სიხარულს და ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას“, - აღნიშნავს ირინა ფიროსმანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, მსგავსი პრეცენდენტი სპეცმასწავლებლებში არ არსებობდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203