ანა განევ - ლანჩხუთის ემზარ წილოსანის სახელობის N2 სკოლის მოსწავლე წარმატებული მსახიობია
13-11-2017
ლანჩხუთის ემზარ წილოსანის სახელობის N2 სკოლის „ერთი კლასის თეატრის“ (ხელმძღვანელი ირმა მენაღარიშვილი) პატარა მსახიობი ანა განევ, ახალგაზრდული თეატრის „სივრცე“ დასში მიიწვიეს. 

ახალ დასთან ერთად, ანიმ უკვე ორ სპექტაკლში ითამაშა - „ჯვარცმული ბედნიერება“ და „ეზოში ავი ძაღლია“. 

„ეზოში ავი ძაღლიას“ პრემიერა რამდენიმე დღის წინ თბილისი „არტ ჰოლში“ შედგა. სპექტაკლში ანა სარეს როლს ასრულებდა. ბუმბერაზი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის მიერ განსახიერებული სარეს შემდეგ, ანას დიდი პასუხისმგებლობა ხვდა წილად, რომელსაც ბრწყინვალედ გაართვა თავი. 

„ეს იყო სრულიად განსხვავებული სცენიური სახე, შეიძლება ითქვას, ანისეული ხელწერით. ბრავო ანის, მან ასე პატარა ასაკში შეძლო დარბაზის აღრფთოვანება. გვჯერა, წინ უფრო დიდი როლები ელოდება. მთელ თეატრალურ დასს ვულოცავთ დიდ წარმატებას. თეატრი „სივრცე“ არის სკოლა, სადაც მართლაც ბრწყინვალე მომავალი თაობა იზრდება,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203