თანხა უკან დაუბრუნდება აბიტურიენტს, თუ ეროვნულ გამოცდაზე გასვლა გადაიფიქრა?
14-03-2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები, რომლებიც ეროვნულ გამოცდაზე გასვლას გადაიფიქრებენ თანხის უკან დასაბრუნებლად გარკვეული პირობების შესრულება მოუწევთ.

აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულებიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა (საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში).

გადახდილი თანხა ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: naec.ge.

თანხის დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შემოტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ დაბრუნდება.

გაითვალისწინეთ: თუ პირი გაივლის რეგისტრაციას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას, თუ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მომართავს ცენტრს განცხადებით რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

იხილეთ ასევე: ეროვნული, მასწავლებელთა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 31 მარტს დასრულდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203