კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეებმა კონფერენცია თემაზე - „ნაბიჯ-ნაბიჯ მეცნიერებისაკენ“ ჩაატარეს
13-11-2017
კერძო სკოლა „ანაბასისში“ ნორჩ მკვლევართა კლუბ „ანაბასისის" და კლუბ „ბიოს" წევრებმა მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია თემაზე - „ნაბიჯ-ნაბიჯ მეცნიერებისაკენ" გამართეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია მეცნიერების განვითარების შესახებ წარმოადგინეს.

კლუბის წევრებმა მოსწავლეებს სკოლის კურსდამთავრებულის მიხეილ კელენჯერიძის შესახებ მეტად საამაყო და საინტერესო ისტორია გააცნეს.

კონფერენციაში კლუბების კურატორები ქეთევან ედიბერიძე და თამარ ბაქრაძე აქტიურად იყვნენ ჩართულები. 

„იმედია მომავალშიც არაერთხელ ვიამაყებთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებებით,“ - აღნიშნა კონფერენციის ბოლოს ქეთევან ედიბერიძემ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203