განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის მართვის კომპონენტი შეუერთდება
13-11-2017
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრის სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს შეუერთდება, ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი კი - განათლებას. 

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი. ამ თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთი მხრივ, უფრო მეტ შესაძლებლობას გაუწევს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან. რაც შეეხება სპორტის კომპონენტს, მისი ინტეგრაცია კულტურასთან, თანაბარ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203