ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ გამოცემულ „ალმანახში“ დაიბეჭდა
13-11-2017
ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ 2017 წელს გამოცემულ „ალმანახში“ დაიბეჭდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სალომე წიაქარაძე და ელენა ზათიაშვილი სკოლის წარჩინებული მოსწავლეები არიან:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების სალომე წიაქარაძისა და ელენა ზათიაშვილის ნამუშევრები მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ 2017 წელს გამოცემულ „ალმანახში“ დაიბეჭდა. მოსწავლეებს და სკოლისა და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელს, ლალი ივანიშვილს აღნიშნული წიგნები სამახსოვროდ გადაეცათ.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203