თელავის N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის წევრებმა კონფერენცია ჩაატარეს
თელავის N4 საჯარო სკოლის ინიციატივით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია.


კონფერენციაზე სკოლის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ორი პროექტი.
პროექტს უძღვებოდნენ თელავის მეოთხე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ეკატერინე გურგენაშვილი და ქიმიის მასწავლებელი მაია ფიცხელაური.

კონფერენციას ესტუმრა ქალაქ თელავის მერი ბატონი პლატონ კალმახელიძე.

კონფერენციის ბოლოს გაიმართა ალაფურშეტი და მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ტორტი დაჭრეს.