სკოლა, რომელიც არდადეგების შემდეგ არ გაიხსნება - კორონავირუსის 4 ფაქტი და 50 პედაგოგის ტესტირება ქობულეთში
11-03-2021

ქობულეთის, წმიდა კირიონ მეორის სახელობის სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ვირუსი კორონავირუსი სკოლის ორ პედაგოგს და ორ მოსწავლეს დღეს დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის მოადგილე ვახო ქობულაძის თქმით, ვირუსის დაფიქსირების გამო, დროებით სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

„თავიდან ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა კოვიდი, რომელმაც  სკოლის ადმინისტრაციას აცნობა და საქმის კურსში ჩააყენა.  შემდეგ მეორე მასწავლებელსაც დაუდასტურდა კოვიდი. ასევე დაინფიცირდა, პირველი და მე-7 კლასის მოსწავლეები, მათ არანაირი გართულებული სიმპტომები არ გააჩნიათ. დღეს, სკოლის 50-პედაგოგს, პრევენციის მიზნით, კოვიდ ვირუსზე PCR და სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ“, - აცხადებს ვახო ქობულაძე.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელ მადონა გოგიტიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, როცა დასტაბილურდება სკოლას მიეცემა საშუალება სრულად დაუბრუნდეს სწავლებას.

„კონტაქტირებული პირების ნაწილი უკვე თვითიზოლაციაში გადავიდა. კიდევ მოხდება გადამოწმება და ამის მერე თუ საბოლოოდ ყველაფერი წესრიგში იქნება, სკოლას მიეცემა შესაძლებლობა, სრულად დაუბრუნდეს სწავლებას. ხვალიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვა მიმართავს სკოლას ოფიციალური სარეკომენდაციო წერილით და სკოლა იმოქმედებს ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად“ - აცხადებს მადონა გოგიტიძე.

სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დისტანციური რეჟიმი 11 მარტიდან, 22 მარტამდე გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203