ზემოხეთის სკოლის ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებმა და მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა
14-11-2017

ზემოხეთის საჯარო სკოლაში შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებმა და მშობლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, ტრადიციას არც წელს უღალატეს:

„ტრადიციას არც წელს ვუღალატეთ. მოვადუღეთ თათარა და ამოვავლეთ ჩურჩხელები, მოვხარშეთ გოგრა და გემრიელად მივირთვით შემოდგომის უხვი ნობათი.“

სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სუფრა ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203