შემაჯამებელი წერის აღდგენის ვადა შეიცვალა - „ემისის“ განმარტება
13-03-2021

მოსწავლეებისთვის შემაჯამებელი წერის ვადები მკაცრად იყო განსაზღვრული. კონკრეტულად კი - შემაჯამებელი წერიდან, მოსწავლეს ეძლეოდა 14-დღიანი ვადა, რათა აღედგინა შემაჯამებელი სამუშაო.

ამიერიდან, ეს ვადები შეცვლილია და შესაძლებელი ხდება, შემაჯამებელი წერა ბავშვებმა მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე აღადგინონ - ამის შესახებ „ემისმა“ განმარტება უკვე გააკეთა. ასე რომ, მოსწავლეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს ამა თუ იმ საგანში შემაჯამებელი შეფასების მიღება, სასწავლო წლის ბოლომდე ექნებათ საშუალება, შემაჯამებელი წერის საფუძველზე ნიშანი მიიღონ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203