რა შემთხვევაში ვერ მოხვდება გრიფირებული სახელმძღვანელო სკოლაში? 
14-03-2021
„სახელმძღვანელომ შეიძლება გრიფი მიიღოს, მაგრამ მაინც ვერ მოხვდეს სკოლაში“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ გააკეთა.

ჩიქობავას განმარტებით, რამდენიმე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოდან, სამინისტრო მხოლოდ სამი უმაღლესი ქულების მქონე სახელმძღვანელოს დააფინანსებს.

სამინისტრო აფინანსებს მხოლოდ სამ გასულ სახელმძღვანელოს და თუ არის მაგალითად, 4-5 გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო, მათ შორის ვისაც ექნება ყველაზე მაღალი ქულები, სამი უმაღლესი ქულების მქონდე სახელმძღვანელო შევა სკოლებში ასარჩევად და არჩევანს შემდეგ უკვე სკოლები აკეთებენ“, - აცხადებს მარიამ ჩიქობავა. 

საქართველოს განათლების სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი უკვე დაიწყო.

სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული.

იხილეთ ასევე: სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება 18 ივნისამდე დასრულდება - რა უნდა იცოდნენ  მასწავლებლებმა და მშობლებმა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203