ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კლუბი „ეს ჩემი უფლებაა“ შეიქმნა
14-11-2017
ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მსოფლიო კულტურის მასწავლებელ მადონა გოგიტიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა კლუბი „ეს ჩემი უფლებაა“ შეიქმნა.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების იდეებზეა დაფუძნებულ კლუბში მე-10 კლასის 15 მოსწავლეა გაწევრიანებული. კლუბის მიზანია, მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ადამიანის უფლებათა შესახებ არსებულ თემებს, მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებულ შეთანხმებებსა და დოკუმენტებს. მოსწავლეები ყოველკვირეულ შეკრებებზე განიხილავენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების თემაზე არსებულ საკითხებს, დოკუმენტებს. გეგმავენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას.

სკოლის ეზოში მოსწავლეთა შემეცნებითი აქცია მოეწყო დევიზით „არა ძალადობას.“ კლუბის წევრებმა წინასწარ დაამზადეს ტრაფარეტები და თანატოლებს მოუწოდეს მეტი ყურადღება გამოიჩინონ ძალადობისა და ბულინგის შესაძლო ფაქტებზე.

„კლუბში მოსწავლეები არაერთ საინტერესო და პრობლემატურ საკითხის განიხილავენ, პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა გზას სახავენ. კლუბის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც აუცილებელია კანონმორჩილი და უფლებათა დამცველი მოქალაქისათვის,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

კლუბის მიერ განხორციელებული საქმიანობა მუდმივად განახლებადია სოციალურ ქსელ facebook-ში - მოსწავლეთა კლუბი „ეს ჩემი უფლებაა.“ 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203