„მოგვეცით საშუალება, ვიარსებოთ“ - სუპერგმირების ფორმები და ბავშვთა გასართობი ცენტრების აქცია-პერფორმანსი ჯანდაცვის სამინისტროსთან
15-03-2021

ჯანდაცვის სამინისტროსთან ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქტივისტებმა ადგილზე ბანერებიც მიიტანეს წარწერით - „ჩვენ რა დაგიშავეთ?“, „რატომ დაგავიწყდით“, „მოგვეცით საშუალება, ვიარსებოთ“ და ა.შ. სამინისტროს ტერიტორიაზე ასევე გამოფინეს სუპერგმირების ფორმები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველაფერი გაიხსნა, თუმცა გასართობი ცენტრები თამაშგარე მდგომარეობაში არიან და აქედან გამომდინარე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„ერთია წელია, სადღესასწაულო ცენტრებზე არაფერი თქმულა. ვერავისგან მივიღეთ პასუხი კითხვაზე - შეზღუდვების შემსუბუქების რომელ ეტაპზე გავიხსნებით. ქვეყანაში ყველაფერი გაიხსნა, რაც მისასალმებელია, ასევე დაიწყო ვაქცინაცია, მაგრამ სადღესასწაულო ცენტრები კვლავ თამაშგარე მდგომარეობაშია. როგორც კი დაანონსდა შიდასივრცეების გახსნა, ჩვენს ობიექტებზე შემოვიდა შრომის უსაფრთხოების სამსახური და მოგვცეს გაფრთხილება, რომ არ გავიხსნათ, ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას ბექა ფერაძესა და ეკატერინე ტიკარაძესთან, რომელთაც ხელეწიფებათ, საბჭოზე გაიტანონ ჩვენი ობიექტების საკითხი, დაჩქარებული წესით“, - აღნიშნა გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203