ყურადღება! 4 წლის ნაცვლად, აბიტურიენტს 5-6 წელი მოუწევს სწავლა, თუ ამ პროგრამებს აირჩევს
15-03-2021

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ძირითადად 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები აქვთ, თუმცა არსებობს ინტეგრირებული პროგრამები, რომლებზეც სტუდენტები 5 ან 6 წელიც კი სწავლობენ.  

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა პრიორიტეტული სიის შედგენისას ყურადღება მიაქციონ პროგრამის კრედიტების რაოდენობას, რადგან შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინონ, რომ 4 წლის ნაცვლად, 5-6 წელი უწევთ სწავლა.

გაითვალისწინეთ, რომ 240 კრედიტიანი პროგრამა ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება 4 წელი გრძელდება; 300 კრედიატიან პროგრამაზე - 5 წელი; ხოლო 360 კრედიტიან პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 6 წელია.

გთავაზობთ, იმ პროგრამების დასახელებებს, რომელის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტებს 4 წლის მაგივრად, სწავლა 5 ან 6 წელი მოუწევთ:

  • დიპლომირებული სტომატოლოგი - 300 კრედიტი (5 წელი);
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო -  300 კრედიტი (5 წელი);
  • ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 300 კრედიტი (5 წელი);
  • დიპლომირებული მედიკოსი - 360 კრედიტი (6 წელი).
დამატებითი რჩევები რეგისტრაციისთვის იხილეთ ინტერვიუში: რა პრიორიტეტებით უნდა დაალაგოს რეიტინგული სია აბიტურიენტმა - რჩევები „ნაეკის“ საგამოცდო სამსახურის უფროსისგან
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203