ყვარლის N1 საჯარო სკოლაში „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ჩატარდა
14-11-2017
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საჯარო სკოლებში პროექტს - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მე-5 კლასელთათვის უსაფრთხოების თემატიკასა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლები ატარებენ.

როგორც ყვარლის N1 საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ მოსწავლეები ხალისით ესწრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ გაკვეთილებს და სწავლობენ საგზაო უსაფრთხოების, ბუნებრივი კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს მოქცევის წესებს. ასევე ისმენენ გაკვეთილებს დისკრიმინაციის, ძალადობისა და ბულინგის შესახებ:

“ძალიან სასიამოვნოა, რომ ყვარლის რაიონში არსებული სკოლებიდან  სამინისტროს მიერ მხოლოდ ჩვენი, ყვარლის N1 საჯარო სკოლა შეირჩა. აღნიშნული პროექტი მე-5 კლასელთათვის ხორციელდება.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203