ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს დაფინანსების სხვადასხვა მოდელს სთავაზობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე 244-მა ახალგაზრდამ გადალახა. სამხრეთ კავკასიაში KIU ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში უკვე ერთი წელია მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე სასწავლო წელს 240-მა ახალგაზრდამ მიიღო დაფინანსება. ფონდმა წელს 900,000 ლარამდე თანხა გამოყო სტუდენტური დაფინანსებისთვის.
2020-2021 სასწავლო წელს ფონდიდან სწავლის გადასახადი 208 სტუდენტისთვის დაფინანსდა. კამპუსზე ცხოვრების საგრანტო პროგრამით სარგებლობს 126 სტუდენტი. KIU-ს სტიპენდიის მოპოვება შეძლო 62-მა სტუდენტმა. დამატებით, უნივერსიტეტის რექტორის ფონდიდან სხვადასხვა სახის სტიპენდია/ჯილდო მიიღო 15-მა სტუდენტმა, ხოლო უნივერსიტეტის ბარათი (ყოველთვიური თანხა) 20-მა სტუდენტმა.
KIU-ს საგრანტო ფონდის შესახებსტუდენტური გრანტების ფარგლებში KIU-ს სტუდენტებს გრანტების მოპოვება შეუძლიათ შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
- სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში;
- სტუდენტები, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ მშობელი/მშობლები;
- სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
- სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
- სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ;
- სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (ოჯახი 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით).
სტუდენტები, რომლებიც ჩააბარებენ KIU-ში დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განისაზღვრება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. დეტალებისთვის ეწვიეთ: https://www.kiu.edu.ge/geo/admission